სარჯველაძე აფთიაქებზე: ერთი რომ გაიხსნება, გვერდით იხსნება რამდენიმე, ეს ტვირთია ბიზნესზე

ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ბევრი აფთიაქის არსებობა ბიზნესზე “გარკვეულ ტვირთს” აჩენს, რაც მისივე მტკიცებით, “ფასებში აისახება”.
“არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდი-გვერდ.
რა საკვირველია ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით მაგალითად, ევროპის ქვეყნებში როგორ არის, მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი.
ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთიაისახება ფასში”- თქვა სარჯველაძსემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)