„სარფში“ 145 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ძვირფასი ქვების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების უკანონო (მალულად) შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის დეტალური შემოწმების შედეგად, 145 503.62 ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები იქნა აღმოჩენილი.
ქვების ჯამურმა წონამ 31.97 გრამი შეადგინა, ხოლო ძვირფასი ქვების საერთო ზომის ერთეულმა 31 000 მილიგრამს გადააჭარბა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა