ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო პუნქტზე 128 159 ლარის ღირებულების 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს” – წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.