სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 487,55 გრამი) გამოვლინდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 49 870,6 ლარი შეადგინა.
„სამართალდამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე, სანქციის სახით, 7509,9 ლარით დაჯარიმდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ძიძიგური – მიუხედავად იმისა, რომ იხტიბარს არ იტეხენ, ძალიან მძიმე დღეში არიან, 13 წელია აგრძელებენ „ნაციონალების“ თემას, ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი – „ქართულ ოცნებას“ თავის მხარდამჭერებთან სულ უფრო ურთულდება საუბარი