სარფის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ეჭვის საფუძველზე, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის/ხელბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა – 357,87 გრამი და ვერცხლის ნაკეთობების საერთო – წონა 60,23) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 798,07 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა