სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას მსურველებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებს

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი პროფესიულ სწავლებას მსურველებს უკვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შესთავაზებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, USAID-ის გრანტის, სს „საქართველოს რკინიგზის“, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ჰიბრიდული ცენტრები სამტრედიასა და თეთრიწყაროში გაიხსნება.
„სტუდენტები სარკინიგზო პროფესიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაეუფლებიან. სასწავლო ფართები კოლეჯს საქართველოს რკინიგზამ გამოუყო. აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში სტუდენტები სხვადასხვა რკინიგზელ პროფესიას სწავლობენ, წარმატების შემთხვევაში კი, კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა აქვთ.
საქართველოს რკინიგზა უკვე წლებია აქტიურად უჭერს მხარს ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება