იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მაურისიო სარიმ შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან “მარსელი” გაწვრთნას.
ფრანგული გუნდის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა ცნობილ სპეციალისტს და სამომავლო გეგმების შესახებ გაესაუბრა.
“ოლიმპიკს” ამჟამად ჟან-ლუი გასი ავარჯიშებს, რომელიც ამ მოვალეობას მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეასრულებს.
ინფორმაციისთვის, “მარსელი” ევროპის ლიგის ნახევარფინალშია გასული. ბერგამოს “ატალანტასთან” დაპირისპირებაში პირველი მატჩი საშინაო ასპარეზზე ფრედ 1:1 ითამაშა, განმეორებით შეხვედრას კი ხვალ გამართავს.