სარეკლამო კომპანია “ლიმონში” პოლიცია შევიდა

სარეკლამო კომპანია “ლიმონში” პოლიცია შევიდა , პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს.
სოციალურ ვრცელში ვრცელდება ფოტოებიც.
გამოცემის ცნობით, თანამშრომლებისთვის პოლიციას არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს.
მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება.
იმ დროს როცა პოლიცია პავილიონში შევიდა რეკლამის გადაღება მიმდინარეობდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ რეკლამაში 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა. სხვა დეტალები უცნობია.
ფოტო: ნეტგაზეთი

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: …მილანში მქონდა შეხვედრები ჯეი დივენსთან და ასევე, სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან, იქაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი, რომ ისინი ამ თემაზე მუშაობდნენ და აუცილებლად დაგვიბრუნდებოდნენ

მიხეილ ყაველაშვილი: პირველი ქალბატონების შეხვედრა იყო საკმაოდ, ძალიან მნიშვნელოვანი სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტი, დღევანდელი ტექნოლოგიები ყველას აწუხებს ხომ? აიტაცეს და მართლაც მისასალმებელი თემა არის დედის ინსტინქტი, ისე მოეწონათ