სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა – პავილიონში ჩხრეკა მიმდინარეობს

სარეკლამო კომპანია „ლიმონში“ პოლიცია შევიდა და მათ პავილიონში ამ წუთებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
როგორც კომპანიის თანამშრომლები „ნეტგაზეთს“ ეუბნებიან, პოლიციას მათთვის არ განუმარტავს ჩხრეკის მიზეზი, მხოლოდ სასამართლოს ორდერი წარუდგინეს და უთხრეს, რომ ყველაფერს მოგვიანებით გაიგებდნენ. თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვერ უკავშირდებიან კომპანიის დირექტორ გიორგი ოკმელაშვილს.
მათი თქმით, ყველა თანამშრომელს პოლიციამ ტერიტორია დაატოვებინა, ჩხრეკას მხოლოდ კომპანიის ერთი წარმომადგენელი ესწრება.
იმ დროს როცა პოლიცია პავილიონში შევიდა იქ რეკლამის გადაღება მიმდინარეობდა. თვითმხილველები „ნეტგაზეთთან“ აცხადებენ, რომ რეკლამაში 15-მდე ბავშვი მონაწილეობდა.
დამატებითი დეტალების გარკვევას „ნეტგაზეთი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს. უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში სტატია განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს