სარეიტინგო ტურნირზე ტარიელ გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი დაიწყო. თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ექვს წონით კატეგორიაში იასპარეზეს.
ტურნირზე ცხრა ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მხოლოდ ტარიელ გაფრინდაშვილმა შეძლო ბრინჯაოს მედლის მოპოვება. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყირგიზი მუჰამად აბდულაევი სუფთა გდებით დაამარცხა და შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.
27 თებერვალს ტირანაში მედლებისთვის ოთხ წონით კატეგორიაში შვიდი ქართველი იჭიდავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება