სარეიტინგო პოზიციის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

სარეიტინგო პოზიციის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია
საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ „შვიდობის ფონდმა“ frigle States index 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 179 ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სიმტკიცის შეფასების სარეიტინგო მაჩვენებელია, სადაც ქვეყნები განლაგებულია ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით.
რეიტინგის სათავეში ყოფნა ყველაზე არამდგრადობაზე მიუთითებს, რეიტინგის ბოლოში კი ყველაზე მტკიცე სახელმწიფოები არიან. შეფასება 12 ძირითად ინდიკატორს ეფუძნება: უსაფრთხოება, ელიტური დანაწევრება, საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება, ეკონომიკა, ეკონომიკური უთანაბრობა, პრობლემური ემიგრაცია, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია, საჯარო სერვისები, ადამიანის უფლებები, დემოგრაფიული წნეხი, ლტოლვილები და დევნილები, საგარეო ინტერვენცია.
FSI 2024 -ის რეიტინგში სახელმწიფოებრივი სიმტკიცით საქართველო 3 ადგილით დაწინაურდა, შეფასება წინა წელთან შედარებით გაიუმჯობესა და 69,3 ქულით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს 2012 წელთან შედარებითაც საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში გამორჩეულად მოწინავეა, გადაადგილდა რა სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მიმართულებით 31 სარეიტინგო საფეხურით და ამ მხრივ მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
ცნობისათვის, 2012 წლის რეიტინგში საქართველო სახელმწიფოებრივი მოწყვლადობით 51-ე ადგილზე იყო 50 ყველაზე არამდგრად სახელმწიფოთა მიჯნაზე და თავდაპირველ, ანუ 2006 წლის ინდექსთან შედარებით პოზიცია 9 ადგილით ქონდა გაუარესებული. 2024 წლის მყიფე ქვეყნების რეიტინგში პირველ, მეორე და მესამე პოზიციაზე სომალი, სუდანი და სამხრეთ სუ, ხოლო ყველაზე მდგრადი ქვეყნების სამეული ნორვეგია, ფინეთი და ისლანდიაა, შესაბამისად 179-ე, 178-ე და 177-ე სარეიტინგო ადგილებზე.
„მშვიდობის ფონდი“ ტრანსეროვნული კველევითი ცენტრია შტაბბინით ვაშინგტონში, რომელიც სახელმწიფოთა მდგრადობის გლობალურ გამოკვლევას 2006 წლიდან აწარმოებს. ინდექსი ეფუძნება The Fund for Peace-ის საკუთრებაში არსებული კონფლიქტების შეფასების სისტემის ინსტრუმენტის (CAST) ანალიტიკურ მიდგომას. ყოვლისმომცველი სოციალური მეცნიერების მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, მონაცემთა სამი ძირითადი ნაკადი – რაოდენობრივი, ხარისხობრივი და საექსპერტო დადასტურება ექვემდებარება კრიტიკულ განხილვას საბოლოო ქულების მისაღებად. ყოველწლიურად ანალიზდება მილიონობით დოკუმენტი და მაღალსპეციალიზებული საძიებო პარამეტრების გამოყენებით, ქულები ნაწილდება ყველა ქვეყნისთვის თორმეტ ძირითად პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ინდიკატორზე და 100-ზე მეტ ქვეინდიკატორზე დაყრდნობით, რომლებიც წლების განმავლობაში გამოცდილი სამეცნიერო სოციალური კვლევის შედეგია.

ასევე დაგაინტერესებთ