„სარეაბილიტაციო ცენტრების მიმართ მოთხოვნების გაჩენა ბუნებრივია და საჭიროც“ – ირმა დაუშვილი

“დღეს ქვეყანაში სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ სივრცეში შეუძლია, რაც ბაზარზე სერვისის მიწოდების ხარისხს აუარესებს,”- ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა ირმა დაუშვილმა განუცხადა, რომელმაც სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრების მიმართ დაწესებული რეგულაციის დაწესება შეაფასა.
როგორც ცნობილია, სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოიყვანოს და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.
„სარეაბილიტაციო მიმდინარეობაში მოთხოვნების გაჩენა ბუნებრივია და საჭიროც იყო იმიტომ, რომ რეაბილიტაცია ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მკურნალობაა. აქ თუ სწორად მკურნალობა არ დაინიშნა, შეიძლება პაციენტი სავალალო შედეგამდეც მივიდეს. ამიტომ ის, რომ აქ გაჩნდა მოთხოვნები, სწორია, რამდენადაც იცით თქვენ, რომ საქართველოში ასე ხდება, შეიძლება სარეაბილიტაციო ცენტრები გაიხსნას ნებისმიერ სადარბაზოში და ყველამ დააწეროს “სარეაბილიტაციო ცენტრი”. ამიტომ, ძალიან კარგად უნდა იცოდეს მომხმარებელმა, სად მიდის. ზუსტად მოთხოვნა არის, რომ ჯერ უნდა უსწრებდეს სარეაბილიტაციო მკურნალობის დანიშვნას ექიმის რეკომენდაციები და თან, არა ერთი ექიმის. იქ უნდა იყოს ჩართული ნევროლოგი, რეაბილიტოლოგი, კურორტოლოგი და სხვა“, – აღნიშნავს ირმა დაუშვილი.
ვრცლად bp.ge – ზე