სარატოვში დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეასკდა

სარატოვის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მრავალსართულიან კორპუსზე დრონის მოხვედრის შედეგად მძიმედ დაშავდა ერთი ქალი.
რომან ბუსარგინის თანახმად, ქალი კლინიკაშია მოთავსებული, დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს.
სავარაუდოდ, ს ქალაქ ენგელსში არსებულ ავიაბაზაზე უკრაინული იერიშის დროს ერთი დრონი მეზობელ სარატოვში საცხოვრებელ კორპუსს, მეორე კი ენგელსში სახლის სახურავს დაეცა, მისი ნამსხვრევებით კი ოცზე მეტი ავტომობილი დაზიანდა.
ქალაქები სარატოვი და ენგელსი ერთმანეთის მოპირდაპირედ მდინარე ვოლგის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე მდებარეობს და ენგელსის ავიაბაზასას დაახლოებით ოთხი კილომეტრი აშორებს.
უკრაინული მედიის თანახმად, ენგელსის ავიაბაზეზე სტრატეგიული ბომბდამშენენები Ту-95МС-ებია ბაზირებული, მათგან 11 ავიაბაზიდან აფრინდა დრონებით თავდასხმამდე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 26 აგვისტოს ღამით რუსეთის რამდენიმე რეგიონში ოცი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უწყების მოკლე შეტყობინების მიხედვით ცხრა დრონი ჩამოაგდეს სარატოვის ოლქში, სამი კურსკში და ორი ბრიანსკში, ბელგოროდსა და ტულსკში, თითო ორლოვსა და რიაზანის ოლქებში. რადიო თავისუფლება დამოუკიდებლად და სწრაგად ვერ ახერხებს მხარეთა მტკიცებების გადამოწმებას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეგლენსის ავიაბაზაზე თავდასხმაში კიდევ შვიდი დრონი მონაწილეობდა, ინფორმაცია მათი დაცემის შედეგად დაშავებულთა შესახებ ჯერჯერობითო არ ვრცელდება.
ფორუმი