სარატოვში დრონებით თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა

რუსეთის სარატოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა, – ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, რომან ბუსარგინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სარატოვსა და ენგელსზე წუხელ უპილოტო საფრენი აპარატებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მადლობა ჩვენს სამხედროებს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ერთ-ერთ სამრეწველო საწარმო დაზიანდა“, – აცხადებს გუბერნატორი.
მისი თქმით, წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?