ქართველი მორაგბეების საგულშემატკივროდ, საქართველოდან საფრანგეთში 500-მდე გულშემატკივარი ჩავიდა, მათ შორის იყო “კურიერი P.S.-ი”. 2024 წლის პირველი შეხვედრა და საქართველოს სარაგბო კლუბი “შავი ლომი” კასტრის წინააღმდეგ – დაპირისპირების საბოლოო შედეგი 28:6, მასპინძლების სასარგებლოდ.
მომდევნო შეხვედრას ქართული გუნდი თბილისში 20 იანვარს გამართავს. შავი ლომის მეტოქე “კლერმონი” იქნება. მე-16-ე მოთამაშეს, ანუ გულშემატკივრებს, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მორაგბეები ქომაგებს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
გიორგი ქორქია