საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები გმირთა მოედანზე მივიდნენ

სამი კოალიციის: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის”, „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები მხარდაჭერებთან ერთად გმირთა მოედანზე მივიდნენ.
მსვლელობა, რომელიც მათ 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შედეგების არალეგიტიმურად ცნობის მოთხოვნით, თბილისის სხვადასხვა ადგილებიდან დაიწყეს, საბოლოოდ გმირთა მოედანზე გაჩერდა.
აქციის ლიდერებისა და მონაწილეების განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, რის გამოც მისი შედეგები არალეგიტიმურად უნდა იქნეს ცნობილი.
ლიდერების თქმით, აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.