საპროტესტო მსვლელობა – „არა რუსულ არჩევნებს“, პარლამენტთან მივიდა – რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

„არა რუსულ არჩევნებს“- საპროტესტო მსვლელობა, რომელიც ამ ლოზუნგით თსუ-ის პირველი კირპუსიდან დაიწყო, საქართველოს პარლამენტთან მივიდა.
პოლიტიკური ოპიზიციური პარტიები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქციაზე დაკავებული პატიმრების დედები და სხვა მოქალაქეები თავდაპირველად თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა გამართეს პარლამენტისკან.
მათი განცხადებით, ისინი დღევანდელი აქციით უარს უცხადებენ 4 იქტომებრს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ „აღნიშნული არის რუსული სპეცოპარაცია და ასევე არის არალეგიტიმური”. მათივე თქმით, მთავარი მოთხოვნა ამ დრომდე უცვლელია – დაინიშნოს ახალი, თავისუფალი საპარლამენტო და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები.
აქციას შეურდთა მოძრაობა „მთა თავისუფლებისთვის”.
მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”