მოძრაობა “300 ქალი” 19 ივლისს დაგეგმილ აქციას უერთდება. ამის შესახებ აქტივისტმა ქალებმა, ცოტა ხნის წინ სიმბოლურად სამასი არაგველის მონუმენტთან განაცხადეს.
მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მათთვის მისაღები მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებია.
ჩვენ, მოძრაობა “300 ქალი” მხარს ვუჭერთ ოპოზიციური პარტიების ერთობას. არ ვაღიარებთ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ვუეთდებით, 19 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან”, – ნათქვამია მოძრაობა “300 ქალის” განცხადებაში.