საპროტესტო მარშის მონაწილეებზე ბიტებით თავდამსხმელებმა იზოლატორი დატოვეს

დაკავებიდან 48-საათის გასვლის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს საპროტესტო მარშის მონაწილეებზე თავდამსხმელებმა. როდის გაიმართება მათი სასამართლო პროცესი, ამ ეტაპზე უცნობია.
⭕ შემთხვევა 21 თებერვალს მოხდა, რა დროსაც ორი პირი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხნენ. გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ერთ-ერთ მათგანს ხელში ბასრი საგანი ეჭირა.
⭕ -მ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე 1992 წელს დაბადებული ა.ს. და 1989 წელს დაბადებული ნ.ჭ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯინ შაჰინი – გასულ წელს საქართველოს მთავრობამ საკუთარი მოქალაქეების გასაჩუმებლად და დემოკრატიული სისტემის დასუსტების მიზნით უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა – აღნიშნული ნაბიჯები მოსკოვის ინტერესებს სრულად შეესაბამება