საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. აქციის ორგანიზატორები კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან, რომელთაც ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობენ აქციების ფარგლებში დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებიც. აქციის მონაწილეები ახალი, სამართლიანი ს ჩატარებას და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ თან გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერი, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “არა რუსულ რეჟიმს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”. მიმდებარე პერიმეტრზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.