საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამე უნივერსიტეტთან გაათენეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამე გაათენეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც ოპოზიციამ კარვები გაშალა.
„ჩვენ მთელი ღამე გავათენეთ საქართველოსთვის და არცერთი წამით არ გვქონია ის განცდა, რომ ცოტანი ვიყავით. ყოველ წამს ადამიანები მოდიან და გვიჭერენ მხარს, იმიტომ რომ მათ იციან, რა არის ნათელი მომავალი და სად უნდა იყოს საქართველო. გამოდით და აუცილებლად დადექით ჩვენს გვერდით, იმიტომ დღეს თქვენი მომავალი წყდება, თქვენს გამო და თქვენი შვილების გამოც ვართ აქ და არა მხოლოდ საკუთარი თავის“, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ აქციის მონაწილე ლიზი თირქია.
კინომცოდნე თეო ხატიაშვილის თქმით, უწყვეტი პროტესტი და ხალხის ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ერთის მხრივ დასავლეთმა, მეორე მხრივ „თვითმარქვია ხელისუფლებამ“ დაინახოს, რომ ხალხი ხმის მოპარვას არ შეეგუება.
„მესმის, რომ ძალიან რთულია ხანგრძლივი და დამღლელი ბრძოლა, მაგრამ უნდა გადავერთოთ ამ რეჟიმზე. ბევრი ნიჰილისტურად არის განწყობილი, ზოგი მხოლოდ „ფეისბუქზე“ ბეჭდვით შემოიფარგლება და ხანს რას გვიწუნებს, ხან რას, მაგრამ მე მგონია, ახლა არის ქმედების დრო“, — ამბობს ხატიაშვილი.
აქციის მონაწილეები საპარლამენტო ს შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. პროტესტის შედეგად გადაკეტილია ვარაზისხევი და ჭავჭავაძის გამზირი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა