რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო აჯანყდი, ცეცხლი ოლიგარქიას, წადი! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.
მათ თან აქვთ საქართველოს დროშები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მათი მოთხოვნები უცვლელია-დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები.
დღეს თბილისში აქცია მიმდინარეობდა “თბილისი მოლის” მიმდებარედაც. ადგილზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მომიტინგეებმა 16:00 საათიდან რამდენჯერმე სცადეს, თუმცა საპოლიციო ძალებმა საბოლოოდ გზა გაათავისუფლეს და მოძრაობაც აღდგა. აქციაზე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებაც. სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მინაწილე დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პარტიის ლიდერები – გიგი უგულავა და ნიკა მელია. აქციაზე რამდენიმე მოქალაქე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.