საპროტესტო აქციები გრძელდება ბათუმშიც – მოქალაქეები მსვლელობას მართავენ

ბათუმის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.
აქცია მსვლელობის მონაწილეები ევროპის მოედნიდან ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ.
დემონსტრანტების განცხადებით, ხელისუფლების მიერ ბოლოს დროს ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და ევროინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ჭავჭავაძის გამზირიდან მოგვიანებით მთავრობის სახლთან გადაინაცვლებენ, სადაც უკვე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
ბათუმში აქციები დღეს მთელი დღეა მიმდინარეობს, მოქალაქეები დილიდან განათლების სამინისტროსთან მივიდნენ, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეების ნაწილს პოლიცია აჩერებს და ჩხრეკს, რასაც სამართალდამცველებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა

ნუკა არველაძე: ბატონო ბიძინა ან გაგვაგებინეთ რა ფულს ეძებენ და რა საქმეებია აღძრული – იმათზე ვინც თქვენი უახლესი გარემოცვა და ერთგულ ხალხია ან დაამთავრებინეთ ეს კრიმინალური პიარტაშფანდური!!!!!!