საპროტესტო აქციების მიუხედავად, საბერძნეთის პარლამენტმა უცხოური კერძო უნივერსიტეტების შესახებ კანონი მიიღო

საპროტესტო აქციების მიუხედავად, საბერძნეთის პარლამენტმა უცხოური კერძო უნივერსიტეტების შესახებ კანონი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საბერძნეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი უცხოურ კერძო უნივერსიტეტებს საშუალებას მისცემს, რომ ქვეყანაში ფილიალები შექმნან.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ბერძენი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის მიზნით ქვეყნიდან გასვლის პროცესს შეაჩერებს.
კანონპროექტის მიღებას მხარი 159-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სტუდენტები კანონპროექტს უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მთავრობის ამ ნაბიჯს, სახელმწიფო უნივერსიტეტების ხარისხზე უარყოფითი გავლენა ექნება.