საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვეს

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული საბა სხვიტარიძე პატიმრობაში დატოვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო.
ბრალდების მხარე საბა სხვიტარიძის პატიმრობას ითხოვდა.
სხვიტარიძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. მას 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც გულისხმობს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ამ ბრალდებით მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.