საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვა პირის პატიმრობაში დატოვებას სასამართლოს ეზოში შეკრებილების ხმაური მოჰყვა

საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილებმა, აქციებზე დაკავებული 8 პირის პატიმრობაში დატოვება გააპროტესტეს.
შეკრებილები სკანდირებდნენ: „დამხობა რეჟიმს – თავისუფლება ტყვეებს“; „უსამართლო სასამართლო – ხალხის ძალის გეშინოდეთ“.
ერთ-ერთმა მოქალაქემ შენობის კიბეებთან განლაგებულ პოლიციასთან ე.წ ბალაკლავა მიიტანა და თქვა, რომ შეუძლია, სამართალდამცველებს, რომელთაც სახე უჩანთ, ის ათხოვოს.
„როგორც წესი, კანონს არღვევს, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია ბალაკლავა ვათხოვო ან ვაჩუქო, ასევე აქ მაქვს ონისეს მიერ სიმბოლურად ნაჩუქარი ასანთი“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.
საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა