საპროტესტო აქციაზე საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირებაა – პოლიცია მომიტინგეებს აკავებს

თბილისის შემოსასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა იყო. სამართალდამცავებმა ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
გარდა ამისა, შეხლა-შემოხლის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა.
დემონსტრანტები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ცდილობდნენ, სამართალდამცველები მოწოდებდნენ დემონსტრანტებს გზა გაეთავისუფლებინათ. საბოლოოდ, „თბილისი მოლთან“ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს – ამ დროისთვის თბილისის შესასვლელთან საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.
მანამდეც არაერთხელ დაიძაბა ადგილზე ვითარება, პოლიციამ დააკავა აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციონერები და გიგი უგულავა, ასევე აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია – „ნაციონალური მოძრაობა“ დემოკრატიული წესწყობილების მტერია

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა