საპროტესტო აქციაზე, სავარაუდოდ, სულ ცოტა ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ჯერჯერობით ვერ უდასტურებენ ინფორმაციას – საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავების შესახებ. დაკავების სავარაუდო ფაქტის თვითმხილველი რადიო თავისუფლების კორესპონდენტიც გახდა.
“ფორმულას” ინფორმაციით, დაკავებულია ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა, რომელიც, სთან, მშვიდობიან მსვლელობაში მონაწილეობდა. არის ინფორმაცია კიდევ რამდენიმე პირის დაკავების შესახებ.
ცესკოს შენობასთან დაწყებული აქციის მონაწილეებმა, პროტესტის ნიშნად, აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვა სცადეს, მაგრამ მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. სამართალდამცველებმა მათ განუცხადეს, რომ ხალხის მცირე რაოდენობის გამო, გზის გადაკეტვის უფლება არა აქვთ.
აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ცესკომ 26 ოქტომბრის ს შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა. ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს.
სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, როდესაც პოლიციელები მათ ტროტუარზე გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პოლიცია მათ მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობას არ აძლევს.
16 ნოემბრის აქცია ცესკოს შენობასთან დაიგეგმა პოლიტიკური პარტიების ნაწილის, საზოგადოებრივი ჯგუფებისა და სტუდენტების მიერ, მას შემდეგ, რაც ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი სხდომა დანიშნა.
ფორუმი