საპროტესტო აქციაზე და გიგი უგულავა სავარაუდოდ, დააკავეს

თბილისის გასასვლელთან, ავტომაგისტრალზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სავარაუდოდ, დააკავეს. ისინი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. ასევე “კოალიცია ცვლილებისთვის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია მათი აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.
“ინტერპრესნიუსი” ცდილობს დეტალები გადაამოწმოს -ში.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. სავარაუდოდ დაკავებულია აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე.

ასევე დაგაინტერესებთ

პირებს, რომელსაც ნიდერლანდების მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოვლა-პატრონობა ევალებოდათ და 298 170 ლარის ღირებულების 194 სული პირუტყვი უკანონოდ გაასხვისეს, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – პროტესტის ერთწლიან პერიოდში, ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, დევნისა და საქმიანობაში ხელშეშლის 400-მდე შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 100-მდე – 2024 წლის ბოლო 1 თვეში