საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი შეარჩია

გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გენერალური პროკურორის მოქმედი მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება.
გაბიტაშვილი ამ დრომდე გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მას ამ თანამდებობაზე სულ 11 წელი აქვს გატარებული.
იქამდე კი:
· 2005-2007 წლებში იყო სტაჟიორი თბილისისა და მცხეთის პროკურატურებში;
· 2007-2010 წლებში – ხელმძღვანელობდა -ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორი;
· 2010-2011 წლებში გორის რაიონული პროკურორი;
· 2011-2013 წლებში – ხელმძღვანელობდა შსს-ს ჩატარებულ გამოძიებებს ზედამხედველი პროკურორის რანგში.