საპრეზიდენტო არჩევნები შტატებში, ომები ახლო აღმოსავლეთსა და ში – გამოცემა Time 2024 წლის ათი გლობალური რისკის შესახებ წერს

საპრეზიდენტო არჩევნები შტატებში, ომები ახლო აღმოსავლეთსა და ში – ეს პირველი სამეულია 2024 წლის ათი გლობალური რისკის, რომელიც გავლენიანმა გამოცემა Time-მა გამოაქვეყნა. პირველ ადგილზეა ამერიკა საკუთარი თავის წინააღმდეგ – გამოცემა წერს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გააღრმავებს პოლიტიკურ განხეთქილებას, ბოლო 150 წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენებს ამერიკულ დემოკრატიას და შეარყევს შეერთებული შტატების საერთაშორისო ავტორიტეტს.
მეორე ადგილზეა ს და “ჰამასის” დაპირისპირების გამო ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე მყოფი ახლო აღმოსავლეთი და საბრძოლო მოქმედებებში -ის და ირანის ჩართვის საფრთხე. ეს კონფლიქტი სარისკოა მსოფლიო ეკონომიკისთვის და გააძლიერებს გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ უთანხმოებებს და გლობალურ ექსტრემიზმს. მესამე ადგილზეა უკრაინის დანაწევრება.
Time-ის შეფასებით, ამჟამად ბრძოლის ველზე ინიციატივას ფლობს და მატერიალური უპირატესობაც აქვს. 2024 წელი გარდამტეხი იქნება და თუ უახლოეს ხანში უკრაინა ვერ მოაგვარებს საკადრო პრობლემებს, არ გაზრდის იარაღის წარმოებას და არ შეიმუშავებს რეალურ სამხედრო სტრატეგიას, მისი ტერიტორიული დანაკარგები შესაძლოა, შეუქცევადი გახდეს და გაიზარდოს კიდეც.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას

ტრაგიკულია მდგომარეობა, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში და ქალბატონი კოსის განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, საქართველო არის მოწინავე, გამორჩეული ქვეყანა კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით – ქართველ ხალხს აქვს გამოხატული საკუთარი ნება და ყველას ვურჩევ, შეეგუონ ქართველი ხალხის არჩევანს