საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რუმინეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად რუმინეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობა დატოვა
რუმინეთის პრემიერმინისტრმა, მარჩელ ჩოლაკუ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც სამთავრობო კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავიდა.
პრემიერმინისტრის თქმით, მისი სოციალ-დემოკრატიული პარტია დატოვებს სამთავრობო კოალიციას, თუმცა პარტიის წევრები, რომლებიც მინისტრთა კაბინეტში არიან, შეინარჩუნებენ თანამდებობეს სანამ საპრეზიდენტო არ დასრულდება.
საბოლოო შედეგების მიხედვით, 4 მაისს გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა.
სიმიონმა ხმების 40,96% მოიპოვა. მეორე ადგილზე კი ბუქარესტის მერი, დამოუკიდებელი კანდიდატი, ნიკუსორ დენი 20,99%-ით გავიდა.