საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს

პარლამენტში საპრეზიდენტო მიმდინარეობს. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ბიულეტენები სახელობითია. პრეზიდენტის პოსტზე, “ქართული ოცნების” მიერ, წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.
ოპოზიცია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. ოპოზიციურ პარტიებს არ წარუდგენიათ კანდიდატი და პროცესშიც არ მონაწილეობენ.
300-კაციანი კოლეგიიდან, ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, მინიმუმ, 200 ხმაა საჭირო.
ცესკოს წარმომადგენელი ანბანური პრინციპით აცხადებს საარჩევნო კოლეგიის წევრებს. თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა. არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ისინი ბიულეტენებს სხდომათა დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში ათავსებენ.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”