საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, აქციის ტერიტორია კი სრულად სპეცრაზმს უკავია

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ამ დროისთვის სრულად სამართალდამცავებს უკავიათ. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსებულია, როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.
ტერიტორია, სადაც 2 დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა და კარვები იყო გაშლილი, ამ დროისთვის სრულად გაწმენდილია – სამართალდამცავებმა მომიტინგეები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს, კარვები კი დაშალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა – ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი