საპოლიციო ძალები მომიტინგეების წინააღმდეგ პერიოდულად იყენებს წყლის ჭავლს და სპეციალურ საშუალებებს, ხოლო დემონსტრანტები ისვრიან პიროტექნიკას

საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების მისამართით პერიოდულად კვლავ იყენებს წყლის ჭავლს, ხოლო დემონსტრანტები სპეცრაზმის წინააღმდეგ პიროტექნიკას ისვრიან.
ასევე, სპეცრაზმი იყენებს სპეციალურ საშუალებებს ე.წ. გაზის კაფსულებს.
პარალელურად, ჩართულია გამაფრთხილებელი ხმაც, აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, რომ დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები.
სპეცდანიშნულების რაზმი განლაგებულია, როგორც რუსთაველის გამზირზე, ასევე რესპუბლიკის მოედანზე, მათ შორის მონაკვეთზე კი აქციის მონაწილეები რჩებიან – მომიტინგეები ფაქტობრივად ალყაში არიან მოქცეული.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…