საპენსიო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობა საზოგადოებაში გაზრდილია

საპენსიო ფონდის მიერ 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საპენსიო ასაკის დადგომისთვის არსებული დანაზოგის ფონდიდან გატანის საკითხით დაინტერესდა „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებაში ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობა გაზრდილია. ზაალ მიქელაძე დაინტერესდა, თუ რა ფორმით გააქვს მოსახლეობას დანაზოგი ფონდიდან – ერთჯერადად, თუ პროგრამულად, როგორც ეს კანონითაა გათვალისწინებული.
„მოსახლეობის ინფორმირებულობა ფონდის საქმიანობის შესახებ გაზრდილია და ამას ვხვდებით საზოგადოებაში. ახსენეთ უკვე საპენსიო ასაკს მიღწეული პირების მხრიდან გატანილი თანხები. მაინტერესებს ერთიანი მოცულობით იქნა გატანილი თანხები, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ურთიერთობაში ფიქრობენ, რომ მიაღწევენ საპენსიო ასაკს და ერთიანად გაიტანენ დანაზოგს.
თუ არის რეკომენდაცია, რომ არა ერთიანად გაიტანონ, არამედ გადანაწილებულად სხვადასხვა დროს, ისე, როგორც არის კანონმდებლობით,” – განაცხადა დეპუტატმა. კითხვაზე პასუხისას სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ფონდიდან დანაზოგის გატანისას ფიქსირდება როგორც ერთჯერადად გატანის, ასევე პროგრამულად თანხების გადანაწილების შემთხვევები.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას