საპენსიო სესხთან დაკავშირებული პრეტენზიით ეროვნულ ბანკში 2023 წელს 1870, მიმდინარე წელს კი 779 განაცხადი შევიდა

საპენსიო სესხებთან და „ოვერდრაფტთან“ დაკავშირებული პრეტენზიით ეროვნულ ბანკში ბოლო 4 წლის განმავლობაში 3 490 განცხადება შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტარ ს კითხვის საპასუხოდ ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა.
ბანკსა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ის პირობების, საპროცენტო შენატანების, საპროცენტო განაკვეთის ოდენობისა ან/და სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით 2020 წლის 01 სექტემბრიდან 2024 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში სულ დაფიქსირდა 2,776 განცხადება, ხოლო, სხვა საკითხებს, მათ შორის, ადმინისტრაცია/მომსახურებას, ზოგადი ხასიათის ინფორმაციის გამოთხოვას, ბანკის მხრიდან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და ა.შ., შეეხებოდა 714 მიმართვა. ყველაზე მეტი მიმართვა
„2020 წლის 01 სექტემბრიდან 2024 წლის 01 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტში სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში – „ბანკი“) მიერ გაცემულ საპენსიო კატეგორიის სესხებთან/კრედიტებთან დაკავშირებით დაფიქსირდა 3,195 (სამიათას ასოთხმოცდათხუთმეტი), ხოლო, საპენსიო ე.წ. „ოვერდრაფტთან“ დაკავშირებით – 295 (ორასოთხმოცდათხუთმეტი) მომართვა.
აღნიშნული მომართვების/განცხადებების შინაარსი განსხვავებულია და მოიცავს როგორც მითითებული საკრედიტო პროდუქტების ხელშეკრულებების პირობებთან შესაბამისობის (მათ შორის, ახალი კორონავირუსით (COVID19) გამოწვეული პანდემიის პერიოდში ე.წ. „საშეღავათო პერიოდის“ საფუძველზე შეცვლილ ვადასა და პირობებს), საპროცენტო შენატანებთან, გადახდის გრაფიკთან მიმართებით შეკითხვებს/პრეტენზიებს, ასევე, სესხის/კრედიტის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებულ და სხვა სახის საკითხებს“, – ნათქვამია სებ-ის პასუხში.