საპენსიო სააგენტო 31 იანვრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

საპენსიო სააგენტო 31 იანვრის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 489 ათასი ადამიანია. წმინდა ამონაგებმა, კი 896 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 7583 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 23,444,406.29 ლარი.