საპენსიო სააგენტო ₾841 მლნ-ის აქციებს ფლობს – 50 კომპანია, რომელშიც ფონდს თანხა აქვს ჩადებული

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 4.4 მილიარდი ლარია. ეს მოიცავს 1.2 მილიონი მოქალაქის მიერ ყოველთვიურად გადახდილ საპენსიო შენატანებს, რომელსაც ფონდი ქართულ და უცხოურ აქტივებში აბანდებს. 4.4 მილიარდი ლარიდან 841 მილიონი ლარი (ფონდის 19.2%) გლობალურ საფონდო ინდექსებში არის ინვესტირებული. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა 349 მილიონი ლარი ამერიკის წამყვან ინდექსში S&P 500-ში არის დაბანდებული, რომლის გავლითაც სააგენტო ისეთი კომპანიების არაპირდაპირ ინვესტორს წარმოადგენს, როგორიცაა Microsoft, Apple, Google, Tesla და სხვები. საპენსიო სააგენტოს 156 მილიონი ლარი დაბანდებული აქვს FTSE Pacific ETF-ში, რომელიც აერთიანებს ისეთ აზიურ კომპანიებს, როგორიცაა Samsung, Toyota, Mitsubishi და სხვები.

ვრცლად