საპენსიო სააგენტო სკოლებში საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

საპენსიო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს „ფინედუსთან“ და პრაქტიკულად ყველა აქტივობაში ერთვება.
საპენსიო სააგენტოს ცნობით, კამპანიები ძირითადად ფინანსური განათლების გაღრმავებას ეხება და ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს.
„მსოფლიო 31 ოქტომბერს დაზოგვის დღე აღინიშნება, რომელსაც საქართველო უკვე მეთორმეტედ შეუერთდა. ამ დღის აღსანიშნად, დაიწყო „ფინედუს“ ყველაზე მოთხოვნადი პროექტი #მოიწვიეფინედუკლასში. წლევანდელი კამპანიის ფარგლებში ფინედუს დესპანებმა, რომელთა შორისაც ამჯერად ჩართული იყო საპენსიო სააგენტოს ინვესტიციების ანალიტიკოსი გიგა ნოზაძეც. გიგამ 147-ე სკოლის მე-8 კლასელებს ტრენინგი ჩაუტარა, მათ კითხვებს უპასუხა და ფულის დაზოგვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
სულ კამპანიის ფარგლებში, 300-მდე სკოლის 6,500-მდე ბავშვს ჩაუტარდა სახალისო და ინტერაქტიული გაკვეთილი და ბავშვებთან ერთად იმსჯელეს დაზოგვის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო