საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ ₾5.7 მლრდ-ს გადააჭარბა – გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ ₾5.7 მლრდ-ს გადააჭარბა – გოგა მელიქიძე
საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.7 მლრდ ლარს გადააჭარბა, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მომგებიანობით დინამიკური პორტფელი ხასიათდება.
“14 თვე გავიდა, რაც 3 საინვესტიციო პორტფელი: კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური გაეშვა. ნომინალურად ამ პერიოდზე დაახლოებით, 19%-მდეა. მას 17%-ით მოჰყვება დაბალანსებული პორტფელი. ამის შემდეგ მოდის 15%-იანი მომგებიანობით კონსერვატიული. მთლიანი ჯამი მთელი საპენსიო აქტივების არის 5.7 მლრდ. ლარი, ხოლო საინვესტიციო მოგება 1.3 მლრდ-ზე მეტი.
ყველაზე დიდი პორტფელი არის კონსერვატიული – 5.6 მლრდ. ლარი. დაახლოებით, 60 მლნ. ლარია დანარჩენი ორი პორტფელი.
2019 წლის პირველი იანვრიდან დაინვესტირებულმა თანხებმა რა მოგებაც მოიტანეს არის 73%. საშუალოდ წლიურად დაახლოებით, 14%-იანი ნომინალური მოგებით იარა საპენსიო ფონდმა”, – აცხადებს გოგა მელიქიძე.
მანვე აღნიშნა, რომ საპენსიო სქემა უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის და განსაკუთრებით გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის. გარდა ამისა, გოგა მელიქიძის თქმით, აღნიშნული სქემის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაშიც უმნიშვნელოვანესია.
ბიზნესპარტნიორი

ასევე დაგაინტერესებთ