საქართველოს საპენსიო სააგენტომ 13 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა კომპანია „სელფი მობაილის” მიერ გამოშვებულ 65-მილიონიან ახალ ფასიან ქაღალდში.
საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის განმარტებით, კანონის შესაბამისად, სააგენტოს აღნიშნულ ფასიან ქაღალდში 20%-მდე ინვესტიციის განხორციელება შეეძლო და ფონდმა სწორედ 20%-ის ოდენობით განახორციელეს “სელფი მობაილის” ფასიან ქაღალდში ინვესტირება.
თავად “სელფი მობიალის” მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდის ვადიანობა 3 წელს, ხოლო მისი საპროცენტო განაკვეთი TIBR-ს პლიუს 3.5%-ს შეადგენს.
ეს საპენსიო სააგენტოს მიერ ქართულ კორპორატიულ ობლიგაციებში განხორციელებული რიგით მეოთხე ინვესტიციაა. მთლიანობაში ფონდის ინვესტიციები ქართულ კორპორატიულ ფასიან ქაღალდებში ასე ნაწილდება:
ნიკორა – 3.5 მილიონი ლარი;
თიბისი ლიზინგი – 11 მილიონი ლარი;
საქართველოს კაპიტალი – 6 მილიონი დოლარი;
სელფი მობაილი – 13 მილიონი ლარი.
2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საქართველოს საპენსიო სააგენტოს ფონდის ზომა 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს.