საპენსიო დანაზოგმა ₾5.7 მილიარდს გადააჭარბა – რომელ კომპანიებშია საქართველოს მოსახლეობის საპენსიო დანაზოგებია დაბანდებული

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.3 მილიარდ ლარს მიაღწია.
„აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სექტემბერში 1 წელზე მეტი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 16.98% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 15.12% და 12.64% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა პორტფელებში გლობალური აქციების პროპორციაა. სექტემბრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 53%, დაბალანსებულში 32%, ხოლო კონსერვატიულში 18% იყო“, – ნათქვამია მიმოხილვაში.