საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა. ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მანამდე ამ თანამდებობას ლაშა ჯოხაძე იკავებდა, რომელმაც პოსტი 28 ოქტომბერს დატოვა. შსს-ს ცნობით, ის “საკუთარი სურვილით” წავიდა თანამდებობიდან.




