საპატრიარქო სინოდალური კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომა დღეს 13 თებერვალს ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ: სსაქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).
კომისისამ განიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის; სოფელ დიღმის, წმ. მარინეს სახელობოს ტაძრის სამრევლოს წევრის, ლევან (ანასტასი) ზუმბაძისა და მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას საკითხი.
„ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა კომისიის წევრების წინაშე ითხოვა შენდობა მასმედიის საშუალებით სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. მისი სინანულის საფუძველზე, კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება.
კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, ასევე, სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის სამრევლოს წევრმა, ლევან (ანასტასი) ზუმბაძემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მისამართით სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო.
კომისიამ მისცა გაფრთხილება, რომ, მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, მას შეუჩერდება ზიარების უფლება.
მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, – უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.
სინოდალური კომისიის წევრები არიან: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის