საპატრიარქო: საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება – 18 მარტს შედგება წმინდა სინოდის სხდომა, რომლის დასრულების შემდეგ -ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ სამების საპატრიარქო ტაძარში

18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში , – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე გამოცხადდება წმინდა სინოდის დასრულების შემდეგ.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, -ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 2026 წლის 18 მარტს, 14:00 საათზე შედგება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომლის შემდეგაც გამოცხადდება სხვა დამატებითი დეტალები უწმინდესისა და უნეტარესის დაკრძალვის თაობაზე.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს საპატრიარქო რეზიდენციიდან გადაასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

საქართველოს საპატრიარქოში 18 მარტს პანაშვიდი არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეი დი ვენსი ორბანზე – მსურს, საარჩევნო პერიოდში მას დავეხმარო – არ მაქვს მოლოდინი, რომ უნგრელი ხალხი მომისმენს, მაგრამ მინდა, სიგნალი გავუგზავნო ბრიუსელში ბიუროკრატებს, რომლებიც ცდილობენ უნგრელები დაჩაგრონ