საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, 17 მაისს, 13:00-ზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, პარაკლისის დასრულების შემდეგ კი მსვლელობა დაიწყება.
მათივე ცნობით, მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ გაიმართება.
“2024 წლის 17 მაისს, 13:00-ზე, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში აღევლინება პარაკლისი.
პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყება მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ.
17 მაისს, 13:00-ზე, პარაკლისი ასევე აღევლინება საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში”,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.