საპატრიარქო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს:
გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინა დღებში რუსთაველის პროსპექტზე განვითარებულ მოვლენებს. დამაფიქრებელია ის დაძაბული ვითარება და პოლარიზება, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებულმა ბოლოდროინდელმა აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
სამწუხაროდ ადამიანები დაუფარავად ავლენენ ერთმანეთისადმი სიძულვილს, კატეგორიულ მიუღებლობას და რადიკალურ დამოკიდებულებას განსხვავებული აზრისა და პოზიციის გამო, უთანხმოება ყოველდღიურად ღრმავდება და კრიზისში შედის.
როგორიც არ უნდა იყოს გარეშე პირობები, ამ ვითარებაში, სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად, ყველას გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სახელმწიფოს, ეკლესიას, არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ პერიოდში ყვეასთვის ზიანის მომტანი იქნება, შეურაცხმყოფელი მოქმედებები როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და განსაკუთრებით სამართალდამცავების მიმართ, ასევე აზრის მშვიდობიანად გამოთქმის უფლების დარღვევა ან ძალის შესაძლო გადამეტება.
დღეს, საპროტესტო შეკრების ადგილზე ძალიან ბევრი სამშობლოს ბედით გულანთებული ახალგაზრდა დგას, ისინი სწორედ იმ თაობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავალის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდოიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი და საქართველო.”- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ცოტნე ივანიშვილი – ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლებს შორის მეტი დიალოგი არსებობდეს, რადგან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც

ახალგაზრდული მიმართულება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგანაც, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გრძელვადიანი წარმატების გზა, სწორედ ძლიერ, მყარ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე გადის

ირაკლი კირცხალია სურსათის ფასებზე: ინკლუზიურად ვიმუშავებთ სახელმწიფოს ყველა შტო, რომ ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იქნას აღმოფხვრილი- რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რაოდენ პოპულიზმით იყვნენ დაკავებულები

ნებისმიერი ორგანიზაცია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე უნდა იყოს ორიენტირებული. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, მზადაა, ყოველმხრივი მხარდაჭერისთვის პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში გარდამტეხი ცვლილებების განსახორციელებლად