საპატრიარქო დამატებით განცხადებას შუაღამეს ავრცელებს – “მცირე შენიშვნა”

 საქართველოს საპატრიარქო დამატებით, “მცირე შენიშვნის” სახით, მორიგ განცხადებას ავრცელებს, რადგან, მათი თქმით, ილია მეორეს მიმართვას “პოლიტიკური ინტერპრეტაციის მცდელობა” მოჰყვა.

განცხადება: “სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის.

  • ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება.
  • შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო”, — აცხადებს საპატრიარქო.

ცნობისათვის, ილია მეორეს სახლით საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც წერია, რომ ამჟამად ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. “მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა — ყოვლადწმინდა სამება”, — მიმართა მრევლს ილია მეორემ და შეახსენა მრევლს “ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: — ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ.”