საპატრიარქო აქვეყნებს ილია II-ის სამძიმარს ოკუპირებულ გალში დაღუპული ბავშვების მშობლებისადმი

საპატრიარქოს ოფიციალური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუკის გვერდები აქვეყნებენ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, -ის სამძიმარს ს მიერ ოკუპირებულ გალში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის მშობლებისადმი.
განცხადების თანახმად, პატრიარქი ილია მეორე დაღუპულთა მშობლებს, – ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას, – ასევე მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სწერს: „დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა“.
„ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად. მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია“, – წერია სამძიმრის ტექსტში.
სამძიმარი თავდაპირველად, 6 იანვარს, ღამის პირველი საათისთვის გამოაქვეყნა ფეისბუკგვერდმა „საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳“, ხოლო ორშაბათ დილას – „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის“ გვერდმა.
5 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად